დღეს საქართველოში პოლიციის დღეს აღნიშნავენ

გამოწერა
პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად შსს-ში საზეიმო ღონისძიებები გაიმათება, რამელზეც საქართველოს მთავრობის წევრების გარდა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირებიც მიირებენ მონაწილეობას.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. სამართალდამცველებს პროფესიულ დღეს მიულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ყველა ახალი ამბავი
0