გულმავიწყი მშობლებისათვის ვაქცინაციის კალენდრის მობილური აპლიკაცია შეიმუშავეს

© photo: Sputnik / Vitali Belousov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მობილურის აპლიკაცია დროულად შეახსენებს მშობლებს ჩასატარებელი აცრების სახეობისა და თარიღის შესახებ.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გულმავიწყი მშობლებისათვის აცრების კალენდარის მობილური აპლიკაცია შექმნა.

„აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაცია მშობლებისათვის“ 1 ივნისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა ჩაჩავას კლინიკაში წარადგინეს.

უფასო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია (რომელიც მუშაობს IOS და Android პლათფორმებზე) შეიქმნა მშობლებისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით.

ვაქცინა - Sputnik საქართველო
საქართველო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს შეუერთდა

აპლიკაციის საშუალებით მშობლები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების კალენდრის, ვაქცინების, ვაქცინაციის უკუჩვენებების და ცრუ უკუჩვენებები, გაფრთხილებების, აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკებისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. აპლიკაციის ერთერთი ფუნქციაა ჩასატარებელი აცრების ვადების შეხსენება. ამისთვის საჭიროა, მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთულ აპლიკაციაში  მშობლებმა შეიყვანონ ბავშვის/ბავშვების — სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მონიშნოთ უკვე ჩატარებული აცრები. მომდევნო აცრის თარიღის მოახლოებისთანავე მშობლები მიიღებენ შეტყობინებას ჩასატარებელი აცრების სახეობისა და თარიღის შეხსენების შესახებ.

„უფასო აპლიკაციის ჩამოსატვირთად App Store-ში ან Google Play-ში აკრიფეთ სიტყვა,,აცრები“ ან ეწვიეთ ვებ გვერდს www.ncdc.ge, სადაც განთავსებულია აცრების ეროვნული კალენდარი და მიჰყევით ბმულს“, — ნათქვამია უწყების გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.


ყველა ახალი ამბავი
0