იგორ ობოლენსკიმ პროექტი "Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ" ბარათაშვილის ლექსით დაასრულა

გამოწერა

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ პოეტური პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ დაასრულა, რომელმაც პორტალზე სტარტი 2016 წლის აპრილში აიღო და ირგვლივ ხელოვნების ცნობილი სახეები გააერთიანა. პროექტის ფარგლებში ფინალური აკორდი „Sputnik საქართველოს“ კოლუმნისტის, მწერალ იგორ ობოლენსკის მიერ წაკითხული  ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ცისფერი ფერი“ აღმოჩნდა, რომელიც თავის დროზე რუსმა პოეტმა ბორის პასტერნაკმა თარგმნა. 

„პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“  დასრულდა, რომლის მიზანიც პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივება იყო, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. აღნიშნული პროექტი ბევრ ქვეყანაში  ეროვნულ ენაზე გაჟღერდა და  სამყარო ეროვნული კულტურის მრავალფეროვნებით წარმოაჩინა“, — განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

ყველა ახალი ამბავი
0