თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თამარ ხოჯაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი გოგონა გახდა, რომელმაც ჭიდაობის ტურნირზე ოქრო მოიპოვა, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური საიტი.
კადეტთა შორის საერთაშორისო შეჯიბრზე, რომელიც თურქეთის ქალაქ იზმირში ჩატარდა, 52 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ხოჯაშვილი ფინალში გავიდა, სადაც თურქეთის წარმომადგენელს ედა თექინს სძლია.
სულ ხოჯაშვილმა ტურნირზე სამი შეხვედრა ჩაატარა. მეოთხედფინალში ქართველი გოგონა ყაზახ აბენ დარიგასზე ძლიერი იყო, ხოლო ფინალში გასასვლელად ხოჯაშვილს სულ 25 წამი დასჭირდა.