თბილისში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმი იწყება

გამოწერა
ღონისძიების ძირითადი მიმართულებებია: ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ტრანსპორტი.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ორშაბათს თბილისის ტექნო პარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმი იხსნება, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, სლოვაკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს და ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) მიერ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით, იტყობინება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური

ღონისძიებაზე მოეწყობა საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია და ორმხრივი შეხვედრები ქართველ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის.

ფორუმის ძირითადი სექტორებია: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი,ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

ფორუმს გახსნიან საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, რომელიც თბილისში 29 მაისს ჩამოვიდა.

2015 წელს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის გარესავაჭრო ბრუნვამ 23,3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან იმპორტმა დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ხოლო სლოვაკეთიდან იმპორტმა-17,4 მილიონ დოლარზე მეტს მიაღწია.

საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულობა და რიგი უწყებათაშორისი შეთანხმება, რომელთა წყალობით შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადები მოხსნილია.

საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, საქართველოში კი სლოვაკეთის საელჩო —2014 წელს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0