მდინარე ვერეს ხეობაში თბილისში 10 ათას ხეს რგავენ

© Мэрия Тбилисиსაავტომობილო გზა
საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს ივნისში წყალდიდობით დაზიანებული გზა მთლიანად აღდგენილია და მის გასწვრივ მწვანე ნარგავების რგავენ.

თბილისი. 29 მაისი — Sputnik. გასული წლის 14 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს წყალდიდობით დაზიანებულ ხეობაში თბილისის მერია ათი ათასამდე ხეს დარგავს, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.

2015 წელს 14 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ხეობაში არსებული ყველა მწვანე ნარგავები განადგურდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა თბილისის ზოოპარკი, პარკი „მზიური“, პარკთან და სვანიძის ქუჩასთან ახლოს მდებარე შემოვლითი გზა.

© თბილისის მერიასაავტომობილო გზა ვერეს ხეობაში
საავტომობილო გზა ვერეს ხეობაში - Sputnik საქართველო
საავტომობილო გზა ვერეს ხეობაში

ერთი წლის შემდეგ გზა აღდგენილია და თბილისის მერიის თანამშრომლები ხეობაში  წიწვოვანი ხეების ნერგებს და  ბუჩქებს რგავენ. თბილისის მერის განცხადებით, ტერიტორიის გამწვანება უახლოეს დღეებში დასრულდება.                                         

გარდა ამისა, მერია  მუშაობს პროქეტზე, რომელიც ხეობას განმეორებითი წყალდიდობისგან დაიცავს. 

© თბილისის მერიასაავტომობილო გზა ვერეს ხეობაში
საავტომობილო გზა ვერეს ხეობაში - Sputnik საქართველო
საავტომობილო გზა ვერეს ხეობაში

„ჩვენ ვგეგმავთ მდინარის კალაპოტის ფორმირებასაც, რაც შემდგომში უსაფრთხოს გახდის მდინარეს და მის მიმდებარე ტერიტორიას. პროექტი ამ მიმართულებით უკვე მზად არის და მის განხორციელებას მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გეგმავს“ — განაცხადა  ნარმანიამ.

© თბილისის მერიასაავტომობილო გზა ვერეს ხეობაში
საავტომობილო გზა ვერეს ხეობაში - Sputnik საქართველო
საავტომობილო გზა ვერეს ხეობაში

2015 წელს 14 ივნისის ღამის წყალდიდობამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. აბობოქრებული სტიქიის ეპიცენტრში აღდგენითი სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0