თბილისი. 29 მაისი — Sputnik. РИА Новости სააგენტო Trend-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსოფლიო ბანკი ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობის პროექტში აზერბაიჯანის წილის ნაწილის დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს.
პროექტი TANAP საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე აზერბაიჯანის საბადოს „შახ-დენიზის“ გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. თურქეთში გაზი 2018 წელს მოხდება, ხოლო ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდგომ ევროპაში დაახლოებით 2020 წლის დასაწყისში შევა.
TANAP-ის აქციონერთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: SOCAR(აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია)-58%, Botas — 30%, BP — 12%.
„მსოფლიო ბანკი პროექტ TANAP-ის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებებს ერთდროულად ორი მიმართულებით ახორციელებს-თურქულ Botas-თან და აზებაიჯანის „სამხრეთის გაზის დერეფანთან“. გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ბანკი TANAP-ის მშენებლობის პროექტის ფინანსირებისათვის ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დამატებით 1,07 მილიარდ დოლარს გამოყოფს. კრედიტები გრძელვადიანი იქნება, და შესაძლოა, სახელმწიფო გარანტიით იქნება გამოყოფილი“,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
პირველ ეტაპზე გაზი, რომელიც აზერბაიჯანის გაზკონდენსატური საბადოს „შახ-დენიზის“ დამუშავების მეორე ფაზის ფარგლებში იქნება მოპოვებული, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტებისათვის ძირითად წყაროდ განიხილება. უფრო გვიან ეტაპზე პროექტს შესაძლოა სხვა წყაროებიც შეუერთდეს.
საბადოს დამუშავების მეორე სტადიის ფარლებში თურქეთში და ევროპის ბაზრებზე გაზის ექსპორტირება სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოებისა და პროექტების TANAP და ТАР მშენებლობების გზით განხორციელდება.