კიევში მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძრის გამო 17 ადამიანი დაიღუპა

© mns.gov.uaხანძარი მოხუცთა თავსესაფარში კიევთან ახლოს
ხანძარი მოხუცთა თავსესაფარში კიევთან ახლოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი შესაძლოა, ტელევიზორის აფეთქების შედეგად დაწყებულიყო.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. კიევის ოლქში მოხუცებულთა თავშესაფარი დაიწვა. ხანძრის შედეგად, ბოლო ინფორმაციით 17 ადამიანია დაღუპული, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელზე ნიკოლაი ჩეჩოტკინზე დაყრდნობით. 

მაშველთა ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 35 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ნაწილმა თავის დაღწევა ვერ შეძლო და დაიღუპა. 18 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ინდოეთში ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

მომხდარის მიზეზებზე პოლიცია არ საუბრობს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი შესაძლოა, ტელევიზორის აფეთქების შედეგად დაწყებულიყო. ასევე ცნობილია, რომ მოხუცთა თავშესაფარი ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა.

სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით დაკავებული ჰყავთ თავშესაფრის მეპატრონე.

ყველა ახალი ამბავი
0