ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ConIFA სოხუმში გაიხსნა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისაფეხბურთო მატჩი
საფეხბურთო მატჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოხუმში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იმ ეროვნულ გუნდებს შორის ტარდება, რომლებიც FIFA-ში არ შედიან.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. იმ ეროვნულ გუნდებს შორის, რომლებიც FIFA-ში  არ შედიან, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა, რომელსაც ConIFA ატარებს (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია), სოხუმში შედგა.

გახსნის საზეიმო ცერემონია  „დინამოს“ სტადიონზე საათნახევარი გრძელდებოდა. ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს. ფინალი და დახურვის ცერემონია 5 ივნისს ჩატარდება. 

ცერემონიაში ConIFA-ს პრეზიდენტმა პერ ანდერს ბლინდმა მიიღო მონაწილეობა. 

ConIFA —საფეხბურთო ორგანიზაციაა, რომელიც 2013 წელს არის შექმნილი, იმ ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს აერთიანებს, რომლებიც FIFA-ს შემადგენლობაში ოფიციალურად არ მიიღეს (ძირითადად აუღიარებელი სახელმწიფოებს და სახელმწიფოების შიგნით არსებულ ავტონომიებს). ფეხბურთის მსოფლიოს პირველი თასი 2014 წლის 1-8 ივნისს შვედეთის ქალაქ ესტერსუნდში ჩატარდა. აუღიარებელ ნაკრებებს შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნიცას საგრაფოს გუნდია.

ყველა ახალი ამბავი
0