დაიღუპა ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტი

© http://energy.gov.ge/მდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვიად თხელიძე ხადას ხეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ”20/30”-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, იტყობინება ქართული მედია. ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა. 

მედიის ინფორმაციით, ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა.  მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.


ყველა ახალი ამბავი
0