გამარჯვების მიუხედავად, „ლიახვი“ და „ვით–ჯორჯია“ უმაღლესი ლიგის მიღმა დარჩნენ

© Flickr / James Boyesფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ლიგის საგზური ორივე კლუბმა მოიპოვა, ვერცერთმა შეძლო დაეკმაყოფილებინა მთელი რიგი ტექნიკური მოთხოვნები.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ცხინვალის „ლიახვმა“ და თბილისის „ვით–ჯორჯიამ“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან შეტყობინება მიიღეს, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშს ვერ შეძლებდნენ.

„ლიახვი“ და „ვით–ჯორჯია“ გასულ სეზონზე პირველი ლიგის გამარჯვებულები არიან შესაბამისი პირველი და მეორე ადგილებით, რითაც ავტომატურად მოიპოვეს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება.

მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტის მოთხოვნები — საუბარია სტადიონების ხარისხზე, აუცილებელ ინფრასტრუქტურაზე, ფინანსურ შემადგენელსა და სხვ. — კლუბები უმაღლეს ლიგაში გამოსვლას ვერ შეძლებენ.

ორივე კლუბმა შეიტანა აპელაცია, მაგრამ სალიცენზიო კომიტეტმა ძალაში დატოვა საკუთარი გადაწყვეტილება.

2015/2016 სეზონის ქართველი ლეგიონერების ტოპ-7
2015/2016 სეზონის ქართველი ლეგიონერების ტოპ-7 - Sputnik საქართველო
2015/2016 სეზონის ქართველი ლეგიონერების ტოპ-7

 

ყველა ახალი ამბავი
0