თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში იანვრიდან აპრილამდე პერიოდში ჩამომსვლელთა შორის რაოდენობით მეორე ადგილზე არიან, იუწყება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ვებგვერდი.
სულ წლის დასაწყისიდან თურქეთის საზღვარი საქართველოს 615 ათასმა მოქალაქემ გადაკვეთა, რაც 34.15%-ით ჭარბობს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
პირველ ადგილზე გერმანელები არიან. საანგარიშო პერიოდში თურქეთში გერმანიიდან 730 ათასი კაცი იყო ჩასული, რაც გასული წლის იანვარ–აპრილთან შედარებით 35.43%-ით ნაკლებია.
მესამე ადგილზე ირანელები არიან 561 ათასი კაცით, რაც წინა წელთან შედარებით 1.54%-ით მეტია.
აპრილში თურქეთში, ბოლო 17 წლის განმავლობაში, ტურისტული ნაკადის მაქსიმალური ვარდნა დაფიქსირდა. ვიზიტორთა რაოდენობამ შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.1%-ით იკლო.