თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 30 მაისს უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა, რომელზეც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება განხილული, განაცხადა საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
„პრეზიდენტი იმსჯელებს ნატოს მოახლოებულ სამიტს, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიმართება ვარშავაში, განხილული იქნება ხურჩაში მომხდარი ინციდენტი და საკითხები, რომლებიც რეგიონში არსებულ პრობლემებს უკავშირდება“, — განაცხადა იმერლიშვილმა „იმედის“ ეთერში.