„დელტამ“ ქართული წარმოების უახლესი საარტილერიო სისტემა წარმოადგინა

გამოწერა
თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik.  თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ქართული წარმოების 120 მმ იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა. საბრძოლო მანქანაზე მუშაობა „დელტას“ ინჟინრების მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, იტყობინება სსსტც „დელტა“.

მაღალი გამავლობის 3 ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია. 

GMM-120 აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

© სამხედრო ტექნიკური ცენტრი "დელტა"საარტილერიო სისტემა GMM-120
საარტილერიო სისტემა GMM-120  - Sputnik საქართველო
საარტილერიო სისტემა GMM-120
 

თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება. 

26 მაისს თბილისში გამოფენილი მოდულური სქემის თვითმავალი ნაღმმტყორცნი საკუთარი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებიდან და მთელი რიგი ტექნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე უდაბნოს რელიეფზე გამოყენებისთვისაა ადაპტირებული.


ყველა ახალი ამბავი
0