ძაბირაძე: თუ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა!

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushinქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ აფასებს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, რამდენად ძლიერია მმართველი პარტიის პოზიციები და რა შანსები გააჩნია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას".გთავაზობთ მასალას პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის მიერ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორში“ გამართული პრესკონფერენციიდან.

-ბატონო ვახტანგ! დღეს ყველაზე აქტუალური თემა არჩევნებია და შესაბამისად სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტი. 

— ფაქტი ცუდია თავისთავად, მაგრამ ამ შემთხვევას უფრო ღრმად უნდა შევხედოთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ახალგაზრდები ზუგდიდში ასე შემთხვევით მოხვდნენ. ისინი ვიღაცამ ან ვიღაცეებმა შეგნებულად, გარკვეული მიზნით ჩაიყვანეს იქ. თავი დავანებოთ იმას რაც კორცხელში მოხდა, საქართველოში ჩხუბით ვერავის გააკვირვებ, მთავარი სხვაა: იმ „ვიღაცამ“ ან გარკვეულმა ჯგუფმა დიდი შეცდომა დაუშვა, ან არ იცოდა და იმიტომ, ან იცოდა და შეგნებულად. ორივე შემთხვევაში მან დარტყმა მიაყენა საკუთარ პარტიას და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. რამდენად აქვთ უფლება ნაციონალებს ამაზე ერთი ამბავი ატეხონ ეს სხვა თემაა.

-როგორ ჩაივლის საშემოდგომო არჩევნები და რა შანსები აქვთ ოპოზიციურ ძალებს?

— თუ ხელისუფლებამ, კორცხელში მომხდარი ინციდენტიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და მოახერხა 8 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება, „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა, მას სასურველი შედეგით გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. ამისთვის მთავარია არჩევნების ექსცესების გარეშე ჩატარება და ხალხის მობილიზება. რამდენიც არ უნდა იძახოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებს მოვიგებთო, იმაზე მეტს ხმას რაც რეალურად გააჩნია ამ ეტაპზე, ვერანაირად ვერ მოიპოვებს, რადგან მეტის რესურსი აშკარად არ აქვს. მათი მაქსიმუმი 200 000 ხმაა, დანარჩენი უკვე ჩვეულებრივი პიარია. აქ დარჩენილებმაც და უკრაინაში წასულებმაც ქართველ ხალხს დაანახეს, რომ როგორებიც იყვნენ ისეთები დარჩნენ და ვერანაირი ვითომ ახალი  სახეების ჩანაცვლება, ამომრჩეველს აზრს ვერ შეაცვლევინებს.

-რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2017 წელს რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ დოკუმენტს ხელი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა და პარლამენტის სპიკერმა, ანტოლი ბიბილოვმა მოაწერეს.

— რეფერენდუმი ახალი იდეა არ არის, ადრეც იყო სამაჩაბლოში მსგავსი მცდელობა. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს,საერთაშორისო საზოგადოება ამ რეფერენდუმის შედეგებს არ მიიღებს, რადგან ცნობს   საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმ ფარგლებში, რომელიც  გაეროს მიერ იქნა აღიარებული. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებულ  რეფერენდუმს  ძალა არ ექნება და ამით ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმს გაგრძელება მოჰყვება, ეს იქნება  ოკუპაციის გადაფარვის და  დაკანონების მცდელობა.

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0