მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია თბილისი-რუსთავის ავტობანზე

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиავტოტრასა
ავტოტრასა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი მიკროავტობუსის შეჯახების სავარაუდო მიზაზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. პარასკევს დილით ავტოავარია მოხდა თბილისი-რუსტავის ავტობანზე. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იტყობინება, ავტობანზე ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს. გარდაცვლილია ერთი მძღოლი და ერთი მგზავრი ქალბატონი, რომელიც სომხეთის მოქალაქეა. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოავარიის სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. ამ დროისათვის თბილისი-რუსთავის ავტობანზე მოძრაობა შეზღუდულია.

ყველა ახალი ამბავი
0