თბილისი, 26 მაისი – Sputnik. რობი უილიამსის გამოსვლის დღეს 27 მაისს „დინამო არენას“ სტადიონზე თბილისში წვიმაა მოსალოდნელი.
თბილისში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში გაწვიმდება, აღმოსავლეთით არ არის გამორიცხული სეტყვა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსს ციტირებს საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".
27 მაისი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, მათ შორის თბილისშიც, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 12-17 გრადული სითბოა მოსალოდნელი, დღისით-24-29. მაღალ მთაში ღამით პლიუს 2-7, დღისით-17-22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით-24-29. მაღალ მთაში ღამით 2-7, დღისით-15-20 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 14 გრადუსი სითბო იქნება, დღისისთ-26.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეს „დინამო არენას“ სტადიონზე თბილისში ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის რობი უილიამსის კონცერტი ჩატარდება.
28 მაისი
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოში ღამით 12-17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით 18-23. მაღალ მთაში ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით პლიუს 14-19, დღისით 22-27 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით 5-10 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო.
თბილისში ღამით 17 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-23.
29 მაისი
წვიმიანი ამინდი მთელ საქართველოში შენარჩუნდება. აღმოსავლეთში ღამით სეტყვაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.
ღამით დასავლეთ საქართველოში დაბლობში 11-16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით —17-22. მაღალ მთაში ღამით 3-8, დღისით-12-17 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 11-16 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-22-27. მაღალ მთაში ღამით 2-7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით-12-17.
თბილისში ღმით 15 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 25.