საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ახალგაზრდობის სასახლესთან „დროის კაფსულა“ ჩადო.
მომავალი თაობებისადმი მყარ დისკზე ჩაწერილი ყველა გზავნილი — ფოტო, ვიდეო, აუდიომასალა, წერილები — კაფსულაში მოათავსეს. გზავნილების ავტორები საქართველოს მოქალაქეები და უცხოეთში მყოფი ქართველები არიან.
მემორიალურ დაფაზე, რომლის ქვეშაც კაფსულა ინახება, წერია: "ეს ადგილი ინახავს "დროის კაფსულას". როგორი არის საქართველო 2016 წელს და როგორი წარმოგვიდგენია ის მომავალში.
„დროის კაფსულა“ 2041 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე გაიხსნება.
„დროის კაფსულის“ ჩადების ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.