სადღესასწაულო ღონისძიებების ეპიცენტრი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ტრადიციულად თბილისია. ქალაქის ცენტრალური ქუჩები სახალხო სეირნობისთვის გადაიკეტა.
აქ ბევრი საინტერესო ხდება. ტარდება კონცერტები, ქართული პროდუქციის გამოფენა–გაყიდვები, სპორტული ღონისძიებები, ყვავილების ფესტივალი და ბევრი სხვა.
რუსთაველი პროსპექტის მთელ სიგრძეზე სამინისტროების კუთხეებია განთავსებული, სადაც უწყებების სამომავლო გეგმების თაობაზე ინფორმაციაა გამოფენილი.
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა საკუთარი ტექნიკა წარმოადგინეს, რაც განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ. პატარებს ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე აძრომის, საპატრულო მანქანებში ჩასხდომისა და „სროლის“ უფლებასაც აძლევენ.