ბრენდი Autograph Collection საქართველოში Marriott-ის მართვას განახორციელებს

გამოწერა
ბრენდი Autograph Collection საქართველოში მშენებარე Marriott-ის ქსელის სასტუმროების მართვას განახორციელებს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში მშენებარე "Marriott"-ის საერთაშორისო ქსელის სამი სასტუმრო მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სამეულში შემავალი უმაღლესი კლასის "Autograph Collection" ბრენდის ქვეშ გაერთიანდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კატეგორიის ბრენდი შემოდის ერთდროულად სამ სასტუმროში: პროექტ პანორამა თბილისის ფარგლებში, დედაქალაქში დაგეგმილი 2 სასტუმროს — სასტუმრო,,სოლოლაკის“ და სასტუმრო,,თავისუფლების მოედანზე“ — პროექტებსა და უკვე დასრულების ეტაპზე მყოფ შეკვეთილის სასტუმრო, განაცხადეს თანაინვესტირების ფონდში.

პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $365 მილიონი ამერიკული დოლარია. სასტუმროების მშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ 1200 ადამიანი დასაქმდება.

ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ქვეყანა არათუ სტაბილურად ვითარდება, არამედ სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება საერთაშორისო ბიზნესისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდსა და Marriott-ის სასტუმროების საერთაშორისო  ქსელს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0