ჭანტურიამ ვერ გადაარჩინა „დუისბურგი“ გავარდნისგან

© FB/ MSV.Duisburgგიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლუბი, რომელშიაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია თამაშობს, შემდეგ სეზონს გერმანიის ჩემპიონატის მესამე „ბუნდესლიგაში“ გაატარებს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. გერმანული საფეხბურთო კლუბი „დუისბურგი“, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია თამაშობს, შემდეგ სეზონს გერმანიის ჩემპიონატის მესამე „ბუნდესლიგაში“ დაიწყებს.

ორი ჯვარედინული მატჩის ჯამის მიხედვით „დუისბურგმა“ მეორე „ბუნდესლიგაში“ დარჩენის უფლება „ვიურცბურგერ კიკერსს“ 1:4 ანგარიშით დაუთმო.

„დუისბურგმა“ გასვლაზე პირველი შეხვედრა  0:2 ანგარიშით წააგო, ხოლო საშინაო შეხვედრის 33-ე წუთზე ჭანტურიას წყალობით ის წინ გავიდა. ნახევარმცველმა ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მოახვედრა, რის შემდეგაც სტუმრების მცველმა შოპენგაუერმა საკუთარ კარში ავტოგოლი განახორციელა.

თუმცა ოთხი წუთის მერე „კიკერსის“ ფეხბურთელებმა ანგარიში გაათანაბრეს, და საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ჭანტურიას და მის გუნდს კიდევ სამი გოლი უნდა გაეტანათ. ამის მაგივრად „ზებრებმა“ წააგეს, როდესაც შეხვედის ბოლოს გოლი გაუშვეს.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
Sputnik-მა 2015/2016 სეზონის ქართველი ლეგიონერების ტოპ-7 დაასახელა

დარჩება თუ არა ჭანტურია ასეთ ვითარებაში  „დუისბურგში“, ჯერჯერობით უცნობია. გერმანიის მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში ჯერ კიდევ გაზაფხულის შუა პერიოდში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დუისბურგის“ გავარდნის შემთხვევაში ჭანტურია კლუბს გამოიცვლის.

ქართველ შემტევ ნახევარმცველის ერთ-ერთი პრტენდენტი „ნიურნბერგია“, რომელმაც სეზონის შედეგების მიხედვით მეორე „ბუნდესლიგაში“ მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ჰავბექით გერმანიის ჩემპიონატის უძლიერესი ლიგის სკაუტებიც დაინტერესდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0