საფრანგეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებს 2017 წლიდან მოგვაწვდის

გამოწერა
საქართველომ და საფრანგეთმა ერთი წლის წინ მოაწერეს ხელი შეთანხმებას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესყიდვის თაობაზე.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების საქართველოში შემოტანა საორიენტაციოდ  2017 წლიდან დაიწყება, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტს“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველომ 2015 წლის ზაფხულში მოაწერა ხელი საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესყიდვის თაობაზე შეთანხმებას.

„შემოტანა ეტაპობრივად განხორციელდება. დაწყებით, კი, 2017 წლის იანვარში დაიწყება, მაგრამ ნაწილი შესაძლოა უფრო ადრეც ჩამოვიდეს, ნაწილი კი მოგვიანებით“, — განმარტა კაპანაძემ.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ასევე ჩამოვლენ ფრანგი ოფიცრები, რომლებიც ქართველებს სამხედრო სისტემების ექსპლუატაციაში გაშვებას შეასწავლიან.

ყველა ახალი ამბავი
0