თბილისში საქართველოს ევროკავშირის მისიებში მონაწილეობაზე იმსჯელეს

© photo: Sputnikმთავრობის ტრიბუნა
მთავრობის  ტრიბუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარი შეეხო იმას, თუ რა მასშტაბით მიიღებს საქართველო მონაწილეობას ახალ ეტაპზე, რომელიც ივლისში დაიწყება.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის მეთაურმა მიხაილ კოსტარაკოსმა თბილისში ევროკავშირის მისიებში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გენერალ კოსტარაკოსთან საუბრისას საქართველოს ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის საკითხი განვიხილეთ. ეს მისიები რამდენიმე ფაზიანი იყო. ჩვენ ვიყავით სამხედრო კონტინგენტით წარმოდგენილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში. დღეს სამხედრო კონტინგენტი დიდი შემადგენლობით აღარ გვყავს,  მხოლოდ საკონსულტაციო მისიებში ვართ ინსტრუქტორებად მათი შეიარაღებული ძალების წვრთნისთვის“, — განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ივლისიდან ახალი მისია იწყება, შემდეგი ეტაპი სამსაფეხურიანი გეგმის და შესაბამისად, ჩვენი საუბარი შეეხებოდა სწორედ ამას შეეხებოდა. თუ რა ფორმით, რა მასშტაბით მიიღებს საქართველო მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში“.

ყველა ახალი ამბავი
0