თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე ქვეყანას 9 სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოწვევით, ჩვენს ქვეყანას სომხეთის, ბელარუსის, ისრაელის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, თურქეთის, უკრაინისა და ჩეხეთის სპიკერები, ვიცე–სპიკერები და დეპუტატები ეწვევიან. მათ გარდა მოწვეულთა შორის გახლავთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ქრისტიან ვიგენინი, იუწყება პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი.
26 მაისს თავისუფლების მოედანზე ახალწვეულები ფიცს დადებენ, ხოლო პარლამენტის წინ კონცერტი გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.