მასმედია: საბერძნეთში საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის დროშა
საბერძნეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი თანამემამულის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები — ლეილა თავწკრიალაშვილი და ლევან ხმიადაშვილი საბერძნეთში ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ, იუწყება ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი kvira.ge.

ლეილა თავწკრიალაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა — ათენში მას მოტოციკლი დაეჯახა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება ლევან ხმიადაშვილს, რომელიც ერთ-ერთი ქართული ტურისტული კომპანიის თანამშრომელი იყო, ის საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე, პორტალის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. დეტალები უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას ამოწმებს.

ყველა ახალი ამბავი
0