თბილისი, 23 მაისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ წვიმიანი ამინდები შენარჩუნდება. სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ სეტყვას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
24 მაისი
დასავლეთ საქართველო: წვიმა ელჭექით, 10–15 მ/წმ ქარი.
• დაბლობში: ღამით 10–15° სითბო, დღისით – 17–22°.
• მაღალ მთაში: ღამით 4–9° ნულს ზემოთ, დღისით – 11–16°.
აღმოსავლეთ საქართველო: მოსალოდნელია სეტყვა და ქარი 17–22 მ/წმ.
• დაბლობში: ღამით 11–16°, დღისით – 23–28°.
• მაღალ მთაში: ღამით 3-8°, დღისით – 12-17° სითბო.
თბილისში:
ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 10–15 მ/წმ ქარი, რომელიც დროდადრო წამში 22 მეტრამდე გაძლიერდება.
• ღამით 15° სითბო.
• დღისით 24° ნულს ზემოთ.
25 მაისი
დასავლეთ საქართველო: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიმძლავრე 10–15 მ/წმ–ს მიაღწევს.
• დაბლობში: ღამით 10–15° სითბო, დღისით – 24-29°.
• მაღალ მთაში: ღამით 2-7°, დღისით – 16-21° ნულს ზემოთ.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში კი სეტყვა. შესაძლოა დაუბეროს 17–22 მ/წმ სიმძლავრის ქარმა.
• დაბლობში: ღამით 10–15° სითბო, დღისით – 22-27°.
• მაღალ მთაში: 1-6° სითბო, დღისით – 14-19°.
თბილისში:
• ღამით ხანმოკლე წვიმა, ჰაერი 14°–მდე გათბება.
• დღისით — უნალექოდ, 26° სითბო.
26 მაისი
იწვიმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა. ქარის სიმძლავრე წამში 10–15 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველო:
• დაბლობში: ღამით 12-17° სითბო, დღისით – 24-29°.
• მაღალ მთაში: ღამით 1–6° სითბო, დღისით – 16-21° ნულს ზემოთ.
აღმოსავლეთ საქართველო:
• დაბლობში ღამით: 10-15°, დღისით – 23-28° სითბო.
• მაღალ მთაში ღამით: 2-7° სითბო, დღისით – 14-19° ნულს ზემოთ.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
• ღამით – 14°.
• დღისით – 26° სითბო.