Fight night-ი საქართველოში შემოდის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშერეული ორთაბრძოლა
შერეული ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Fight night - ის ეგიდით გამართული შერეული ორთაბრძოლების პირველი შოუ ურეკში 27 აგვისტოს გაიმართება.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი პრომოუტერული ევრაზიული კომპანია Fight Nights-ი ქართულ ბაზარზე შემოდის.

Fight night — ის ეგიდით გამართული  შერეული ორთაბრძოლები (ММА) ძალზე პოპულარულია და  მას მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირი ეთერით ტრანსლირებისას, საშუალოდ, 750 ათასიდან 1 მილიონამდე ადამიანი ადევნებს თვალს.

მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე Fight night-ი ქართველ ტელემაყურებელს როგორც მინიმუმ, ექვს შოუს შესთავაზებს. პირველი შოუ ურეკში 27 აგვისტოს გაიმართება. 

Fight Nights-ის ტურნირის წესები  რუსეთში მოქმედი შერეული ორთაბრძოლების წესებს ეფუძნება. ამერიკული MMA-ის წესების ძირითადი განსხვავება სახის არეში დარტყმის აკრძალვაა.

ორთაბრძოლა, დამოუკიდებლად სტატუსისა, ორი-სამი რაუნდი გრძელდება. თითოეული რაუნდი ხუთ წუთს მოიცავს.


ყველა ახალი ამბავი
0