ქალაქ უხტას მკვიდრმა სამი თვის დათვის ბელი გადაარჩინა, რომელიც ტყეში იპოვა. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში ნახათ თუ როგორ ზრუნავს და უვლის ახალგაზრდა პატარას.
სამი თვის დათვის ბელი პაველ ვასილჩენკომ ქალაქ უხტასთან ხეზე იპოვა. ადგილობრივების აზრით, დათვის ბელის დედა, სავარაუდოდ, ბრაკონიერების მსხვერპლი გახდა.
ახალგაზრდამ ცხოველი სახლში წამოიყვანა და მასზე ზრუნვა დაიწყო, ის დათვის ბელის შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემას აპირებს.
— ის, ძირითადად, რძეს და ფაფებს ჭამს, — განაცხადა ჟურნალისტებთან ვასილჩენკომ.
სააგენტო Ruptly-ის ინფორმაციით, ცხოველი როგორც კი მოძლიერდება, მას თავისუფლებაზე, ტვერსკის ოლქში გაუშვებენ.