"თალიბანმა" დაჯგუფების ლიდერის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა

© photo: Sputnik / Evegniy Pakhomov / გადასვლა მედიაბანკშირადიკალი ისლამისტები
რადიკალი ისლამისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიადარტყმა, რომელმაც, სავარაუდოდ, „თალიბების“ მეთაური იმსხვერპლა, შაბათს ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრის რაიონში განხორციელდა.

თბილისი, 22 მაისი —  Sputnik.  რადიკალურ-ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“  აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად  დაჯგუფების ლიდერის მულა ახთარ მანსურის ლიკვიდაცია დაადასტურა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ ავიადარტყმები ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრის რაიონში შაბათს განახორციელა.

ავიადარტყმა, რომელმაც დაჯგუფების მეთაური იმსხვერპლა, შაბათს, ადგილობრივი დროით 15:00 სთ-ზე ქალაქ აჰმად-ვალში განხორციელდა. ამერიკელთა სამიზნე იყო ბოევიკების კუთვნილი ავტომობილი.

ავღანეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა აბდულამ დაადასტურა  დაჯგუფება „თალიბანის“ ლიდერის ლიკვიდაციის ფაქტი.

პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის შედეგები შეფასდება და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


ყველა ახალი ამბავი
0