პოლიციამ ივანიშვილის სახლთან აქციის მონაწილეები დააჯარიმა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე სათანადოდ არ რეაგირებს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ტერიტორიის დაბინძურებისთვის 80 ლარით დაჯარიმდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ შსს–ს პრეს–სამსახურს დაყრდნობით.

ყველა დაჯარიმებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრია, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. დაჯარიმდა აქციის ათი მონაწილე. ინციდენტი გუშინ მოხდა.

აქციის მიზეზი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობა გახდა, რომელიც 19 მაისს სოფელ ხურჩაში, აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
აფხაზეთის „საზღვართან“ ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია

„თავისუფალმა ზონამ“ აქცია მას შემდეგ მოაწყო, რაც ტელეკომპანია „რუსთავი2“–მა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. მათ ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

საქართველოს წამყვანი ოპოზიციური ძალები ირწმუნებიან, რომ ივანიშვილმა პოლიტიკა მხოლოდ ფორმალურად დატოვა, სინამდვილეში კი ქვეყნის მართვას განაგრძობს.

რაც შეეხება მკვლელობას, საქართველოს მთავარმა პროკურატურმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მკვლელის ვინაობა დადგენილია და სამართლებრივ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან არაფერი აქვთ საერთო.


ყველა ახალი ამბავი
0