თბილისში ვეტერანებს შორის საჭადრაკო ტურნირი შედგა

© Хачатур Вартанянцმოსე მდინარაძის სახელობი საჭდრაკო ტურნირი
მოსე მდინარაძის სახელობი საჭდრაკო ტურნირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს ტურნირი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, წითელი ვარსკვლავის ორდენისა და სამგზის წითელი დროშის ორდენის კავალერის - მოსე მდინარაძის ხსოვნას მიეძღვნა

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისში დასრულდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 71-ე წლისთვისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი ვეტერანებს შორის. ყოველწლიური შეჯიბრი, რომელიც უკვე მეცხრე წელია დღეგრძელთა საზოგადოების „სავანეს“ ინიციატივით ტარდება, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა და იგი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, წითელი ვარსკვლავის ორდენისა და სამგზის წითელი დროშის ორდენის კავალერის — მოსე მდინარაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც ორი წლის წინ თბილისის ომის ვეტერანთა და შეიარაღებული ძალების კავშირს ხელმძღვანელობდა.
„ტურნირში,  რომელშიც მონაწილენი ერთმანეთს როგორც ინდივიდუალურ ისე გუნდურ ჩათვლაში ეჯიბრებოდნენ, 26 ვეტერანი მონაწილეობდა. პირველად ტურნირის ისტორიაში „სავანემ“ პირველი ადგილი და მთავარი პრიზი — მოსე მდინარაძის სახელობის გარდამავალი თასი მოიპოვა, რომელიც 2015 წელს დაწესდა“, — უთხრა Sputnik-ს დღეგრძელთა კავშირის თავმჯდომარემ ხაჩატურ ვართანიანცმა.
მისი თქმით, ვეტერანებისათვის მსგავსი ტურნირების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ეს ტურნირი მათ იმის შეგრძნებას აძლევთ, რომ მიუხედავად ასაკისა მაინც ინარჩუნებენ ნათელ გონებას. მას ვისაც ჭადრაკის თამაში უნდა, სპორტის ამ სახეობით, შეუძლია ღრმა მოხუცებულობამდე დაკავდეს“, — აღნიშნა ხაჩატურ ვართანიანცმა.
პირველი ადგილები პირად ჩათვლებში აიღეს სპორტის ოსტატებმა ჭადრაკში — კარლო კაბაჯიანმა და სვეტლანა კალანდარიშვილმა, რომელთაც სიგელები და მედლები მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0