ეროვნულმა ბანკმა ერთ კვირაში 100 მილიონი დოლარი იყიდა

© photo: Sputnikდოლარი
დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი თვის მანძილზე სავალუტო აუქციონებზე 235 მილიონი დოლარის შეძენით, ეროვნული ბანკი ლარის კურსის სტაბილიზაციას ცდილობს

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. პარასკევს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი შეიძინა და ვაჭრობაზე საშუალო შეწონილმა კურსმა 2,1464 GEL/$1 შეადგინა. 

წლის პირველ ორ თვეში ვარდნის შემდეგ, მარტის დასაწყისიდან ლარის კურსი გამყარდა. აღნიშნულ პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 13,4%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკი ცდილობს ლარის კურსის მკვეთრი გამყარება შეაჩეროს და აუქციონებზე პერიოდულად ყიდულობს ვალუტას. მარტიდან მაისის თვემდე გამართულ 10 აუქციონში, ეროვნულმა ბანკლა 235 მილიონი დოლარი შეიძინა, მათ შორის 100 მილიონი მიმდინარე კვირაში, მაგრამ კურსი კვლავ იზრდება. 

ეროვნული ბანკის მიერ შაბათისათვის დაწესებული ოფიციალური კურსი 2,146 GEL/$1 შეადგენს, რაც 0,001 ლარით აღემატება პარასკევის კურსს. 

ყველა ახალი ამბავი
0