ანიტა რაჭველიშვილის საჩუქარი ქუთათურებს

© photo: courtesy of Anita Rachvelishviliანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი სცენაზე
ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი სცენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი დღეს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გალა კონცერტს გამართავს. ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება „ლა სკალას“ სცენაზე ბიზეს „კარმენში“ შესრულებულმა კარმენის პარტიამ მოუტანა, ქუთაისში პირველად იმღერებს.

გალა-კონცერტი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩატარდება, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. შემსრულებელს აკომპანემენტს ცნობილი ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი და ალტისტი გიორგი ცაგარელი გაუწევენ.“Cross Over the World” პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკში გაიმართა. კონცერტზე გაჟღერდება ჯაზური და კლასიკური მუსიკა ცნობილი კინოფილმებიდან, ასევე მოცარტისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები. შესრულდება არიები ლეგენდარულ კომპოზიტორების ოპერებიდან. სპეცალურად ამ კონცერტისათვის მონაწილეობას იღებს ცნობილი მესაყვირე დავით შამანაური. 

„Sputnik“–ის  ჟურნალისტი კონცერტის დაწყებამდე, რამოდენიმე საათით ადრე გაესაუბრა ცნობილ მეცო–სოპრანოს.

–როგორც ვიცი ეს პირველი კონცერტია თქვენი ქუთაისში…

–დახ, ასეა. ეს არის ჩემი პირველი გამოსვლა ქუთაისში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ ორკესტრთან და ჩემს უსაყვარლეს მაესტროსთან ერთად  მაქვს ეს დებიუტი. ძალიან მიხარია ეს დღე, რადგან როგორც იქნა შედგა გეგმა ქუთაისში წასვლის ერთობლივად და მოუთმენლად ველი ამ საღამოს.

© FB/Anita Rachvelishviliანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი რეპეტიცია
ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი რეპეტიცია - Sputnik საქართველო
ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი რეპეტიცია

–როგორ და საიდან დაიწყო თქვენი და ნიკოლოზ რაჭველის ეს ერთობლივი პროექტი?

–სხვათაშორის, სულ პირველად, ამ პროგრამით თბილისში წარვსდექით, რასაც მოჰყვა ნიუ–იორკის ის დიდი და გახმაურებული კონცერტი, რომლის შემდეგაც დაიწყო ჩვენი ასე ბრუნვა — ჩემი ნიკასი და ორკესტრის. არ დამავიწყდება ბათუმში ჩატარებული გალა–კონცერტი, რომელსაც საოცრად დიდ წარმატება ხვდა წილად. აი ამ ყველაფერმა კი, კიდევ უფრო მეტ სტიმული მოგვცა, რომ არ გავჩერებულიყავით და  დღეს ხედავთ უკვე, რომ ქუთაისს ვსტუმრობთ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ჩემი თითოეული გამოსვლა სამშობლოში.

–შემდგომი გეგმები როგორი გაქვთ?

–რაც შეეხება გეგმებს, დაგეგმილია სხვადასხვა ფესტივალებზე გამოსვლა. აგრეთვე ჯაზ–ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება. მინდა დიდხანს გაგრძელდეს უშუალოდ ეს პროგრამა, რადგან ძალიან მიყვარს ნიკას მიერ ახლებურად, ორიგინალარულად გაკეთებული სხვადასხვა ცნობილი ნაწარმოებები.

–საქართველოში რამდენი ხნით რჩებით და უახლოეს მომავალში თუ იგეგმება საზღვარგარეთ თქვენი კონცერტი?

–ზუსტად ორი დღით ვარ ჩამოსული. კონცერტის შემდეგ, მივფრინავ პარიზში, სადაც მეწყება რეპეტიცები „აიდასი“, რომლის პრემიერაც 13 ივნისს შედგება. აქედან გამომდინარე საკმაოდ ჩქარა უნდა დავბუნდე პარიზში.

–წარმატებებს გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0