პოლიტიკოსების უმეტესობა წინასაარჩევნო კამპანიას ჯინსებში ატარებს

© Flickr/ Stèphჯინსები
ჯინსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა პოლიტიკოსებმა Sputnik-ს ჯინსებისადმი თავის დამოკიდებულებაზე უამბეს.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოში პოლიტიკოსების უმეტესობა  წინასაარჩევნო კამპანიის დროს უპირატესობას  ჯინსებს ანიჭებს, რადგან ჩაცმის ეს სტილი მათთვის ქალაქებსა და სოფლებში გადაადგილებისათვის უფრო კომფორტულია. 

ფირმა "Levi Strauss & Co"-მ 1873 წლის 20 მაისს მიიღო ერთპიროვნული უფლება ჯიბეებზე კნოპიანი შარვლების წარმოებაზე. სწორედ ეს თარიღი ითვლება ჯინსების დაბადების დღედ. 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ჯინსებით ზოგჯერ ოფიციალურ შეხვედრაზეც  კი მიდის. 

„მე ახლაც ჯინსებში ვატარებ საარჩევნო კამპანიას, რადგან ის ძალიან პრაქტიკული და იაფია. მით უმეტეს, რომ ეს ნახევრად ოფიციალური ჩაცმულობა პოლიტიკაში უკვე შემოვიდა. ჯინსი  აღარ ითვლება სპორტულ სტილად და ზოგჯერ ასე ჩაცმული ოფიციალურ შეხვედრებზეც კი მივდივარ ხოლმე “- აღნიშნა კახა კუკავამ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ქართველი პოლიტიკოსები ჯინსებში
  

მეტი ჯინსიანი პოლიტიკაში, — ასე გამოეხმაურა პარტია „ახალგაზრდა რეფორმატორების“  ლიდერი ირაკლი ღლონტი  ჯინსების დღეს.

„ვთვლი რომ პოლიტიკოსის ყოველდღიურ ჩაცმულობაში ჯინსები უნდა  სჭარბობდეს. ის თითქმის ყოველდღე მაცვია. უფრო მეტიც, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე  თბილისის  მერობის კანდიდატი როცა ვიყავი, მთელი წინასაარჩევნო კამპანია, ჯინსებში გავატარე, რადგან ის ჩემს საკმაოდ ჩქარ ნაბიჯებს უძლებს“ — აღნიშნა ირაკლი ღლონტმა. 

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ფიქრობს, რომ ისეთი რევოლუცია მოდაში, რომელიც ჯინსმა  მოახდინა, არც ერთი ტიპის სამოსს არ მოუხდენია და ეს მართლაც სერიოზული შენაძენი არა მხოლოდ მამაკაცებისთვის არამედ ქალებისთვისაც. 

„პოლიტიკა ცხადია ზღუდავს რომ თავისუფალი სტილი, ჯინსი და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი იყოს პოლიტიკოსის  ყოველდღიურობა და მეც აქედან გამომდინარე უპირატესობას კლასიკურ სტილს ვანიჭებ, მაგრამ არასამუშაო ვითარებაში პოლიტიკოსებიც ბუნებრივია დავდივართ ქუჩაში, აგარაკზე, ბაზარში, პიკნიკებზე და აქ რა თქმა უნდა ჯინსი არის ჩვენი ჩაცმულობის აუცილებელი ნაწილი და მეც  ძალიან მომწონს ჩაცმის ეს სტილი.“- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

ჯინსი — მოხერხებული შარვალია, რომელიც ყველა ადამიანის გარდერობში მოიპოვება სქესის, ასაკისა და პროფესიის მიუხედავად. დღეს ჯინსები 143 წლის გახდა. 

პირველი დაპატენტებული ჯინსები ლევი სტრაუსმა ამერიკაში 1853 წელს გამოუშვა და დოლარად და 20 ცენტად გაყიდა. მაში ჯინსები ფერმერთა უნიფორმად ითვლებოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0