მოსკოვში ფილმი „რუსები და ქართველები“ წარადგინეს

© Анна Кожокинаევგენი კოჟოკინი
ევგენი კოჟოკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევგენი კოჟოკინის სურათი ეძღვნება თემას - რუსები საქართველოში და ქართველები რუსეთში და ასევე მოგვითხრობს ორი ხალხის მენტალობასა და ხასიათს შორის განსხვავება-მსგავსებებზე, მათ ურთიერთობებსა და მომავალზე.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მოსკოვის მუზეუმში ფილმი „რუსები და ქართველები“ მაყურებელს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ევგენი კოჟოკინმა წარუდგინა.

მანამდე სურათის წინასაპრემიერო ჩვენებები მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ფილმი დოკუმენტურ სტილისტიკას განეკუთვნება. მასში ერთ-ერთი პირველი ხელოვნებათმცოდნე ალექსეი ლიდოვის მონოლოგია, რომელიც, რუსეთისა და საქართველოს შესახებ მსჯელობისას, ირწმუნება, რომ ამ ქვეყნების ხალხებს, პირველ რიგში, სამყაროზე მსგავსი შეხედულებები აერთიანებთ.

და თუმცა ფილმის გმირები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ცხოვრების სტილითა და ტემპერამენტით, სარკისებრი ინტერვიუები, რომლისგანაც ძირითადად შედგება სურათი, ამ აზრს ადასტურებს.

ევგენი კოჟოკინი - Sputnik საქართველო
ევგენი კოჟოკინი: დაივიწყო ყველაფერი, იშოვო ფული და საქართველოში გადაღებებზე წახვიდე

რუსული ენის მასწავლებელი თბილისში და ქართული ენის მასწავლებელი მოსკოვში. რუსი მხატვარი საქართველოში და ქართველი მხატვარი რუსეთში. დიზაინერი ქალები. მოსკოვის ცნობილი ქართული ტაძრის წინამძღოლი. მსოფლიოში ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი და მისი ახლო მეგობარი, რუსეთის ყოფილი სახალხო დამცველი ვლადიმირ ლუკინი. დაბოლოს — ბავშვები — არაჩვეულებრივი სახეებით, ანთებული თვალებით, რომლებიც სწავლობენ რუსულ ენას და უყვართ ის — და პუშკინის გარდა ვერცერთ მწერალს ვერ იხსენებენ…

საოცარია, მაგრამ ფილმში საერთოდ არ არის პოლიტიკა. არავინ არავის არაფერში ადანაშაულებს, არ დავობს, დამნაშავეს არ ეძებს. რუსები და ქართველები, ქალები და მამაკაცები ცხოვრებაში საკუთარ გზას ეძებენ. ვიღაც — თბილისში, ვიღაც — მოსკოვში. და შედეგად, ხორცს ასხამენ მამარდაშვილის აზრს: „მხოლოდ ის, რაც არ არის იქიდან, რასაც ვხედავთ, არის კიდეც ყოფა, ყოფა იმისა, რასაც ვხედავთ“.

კინოსურათზე მუშაობას წელიწადზე მეტი დასჭირდა. ქრონომეტრაჟი — დაახლოებით 50 წუთია. ფილმი ფონდ „რუსკი მირის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

სცენარის თანაავტორია ევგენი კოჟოკინის ქალიშვილი იანა რაისკაია. ფილმის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ის რუსული და ქართული ტელევიზიებით იქნება ნაჩვენები და ამის შემდეგ ქსელში თავისუფლად განთავსდება.

ყველა ახალი ამბავი
0