საგარეო საქმეთა სამინისტრო ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მხარე ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებას აპირებს, რათა დამნაშავემ ჩადენილი ქმედებისთვის პასუხი აგოს.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით, აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ოთხოზორია 19 მაისს ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ის ზუგდიდის საავადმყოფოში იმავე დღეს გარდაიცვალა.

„ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება.

ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.
საქართველოს საგარეო უწყებამ მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს.

ყველა ახალი ამბავი
0