საქართველო პატარა, მაგრამ ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქვეყანაა

© Минэкономики Грузииდიმიტრი ქუმსიშვილი ბერლინის სესიაზე
დიმიტრი ქუმსიშვილი ბერლინის სესიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერლინში ეკონომიკური ფორუმის სესია გაიმართა, რომელზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. „ეკონომიკური ჰაბები და სატრანსპორტო დერეფნები — სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ბიზნეს მოდელები“, — ასე ერქვა ბერლინის ეკონომიკური ფორუმის სესიას, რომელშიც ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა, — იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.  

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო არის პატარა, მაგრამ ძალიან მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, მისი ბაზარი ღიაა, ხოლო ეკონომიკა — ლიბერალური. მისი განცხადებით, საქართველოს უკავია სტრატეგიული მდებარეობა ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ბიზნესის ხელშემწყობმა გარემომ, ძლიერმა რეგიონულურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა, სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ ევროპა–აზიის გზაჯვარედინზე, საქართველო გადააქცია მოწინავე საინვესტიციო შესაძლებლობების ქვეყნად. 

 მისი შეფასებით, მთავრობის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შეადგენს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და მისი, როგორც რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის გაზრდა. დღეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა 600 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ვიცე–პრემიერის განცხადებით, ახალი აბრეშუმის გზის განვითარებით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ტვირთის ნაწილის ამ დერეფანში მოზიდვა. 

 ვიცე–პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, ასევე ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ–დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალის მშენებლობა და საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება. 


ყველა ახალი ამბავი
0