თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისში, საბურთალოზე, ბურძგლას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და ის ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, — იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი — ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლებით არის აღძრული.