თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იტყობინება, რომ 20 მაისს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში დაგეგმილი გეგმიური სამუშაოების გამო, ელექრტოენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, ლაგურაშვილის, გაბაშვილის, საგუბარის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ხიზამბარელის, ხიზაბავრის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 202-ის, ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ივერიელის, ლეხ კაჩინსკის, წულაძის, ციხისძირის, დიდგორის, შალვა დოლიძის, ნინიძის, ბოგდან ხმელნიცკის, მრევლიშვილის, მუჯირიშვილის, ჟონეთის, აბრამიშვილის, მარტყოფის, ირბახის, ნასაკირალის, აბულაძის და გურჯაანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, კაპანელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ბენაშვილის, გრანელის, საბჭოს, ჩუბინაშვილის და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.