თბილისი, 19 მაისი — Sputnik. EgyptAir-ის დაკარგული ლაინერის ნამსხვრევები საბერძნეთის კუნძულ კარპატოსის სამხრეთით იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
ასევე, სააგენტომ, თავდაცვის უწყებაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ, რომელიც თვითმფრინავს ეძებდა, „ზღვის ზედაპირზე, იმ ადგილიდან 50 მილში, საიდანაც თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა, ორი ობიექტი შენიშნა“.
სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, ხუთშაბათს დილით ადრე ხმელთაშუა ზღვის თავზე, ეგვიპტის საჰაერო სივრცეში, რადარებიდან გაქრა. ბორტზე 66 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.