თბილისში მაროკოს საელჩო გაიხსნება

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშიმაროკოს დროშა
მაროკოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და მაროკოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 24 წლის შემდეგ თბილისში მაროკოს საკონსულო გაიხსნება.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად მაროკოს თბილისში საკონსულოს გახსნა შეეძლება.

მანამდე საქართველოს მოქალაქეებს ვიზისთვის კიევში მაროკოს დიპლომატიურ მისიაში წასვლა უწევთ.

საქართველომ და მაროკომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ივლისს დაამყარეს. მაროკოში საქართველოს ელჩის რეზიდენცია მადრიდშია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, მაროკოსთან 2015 წელს 24,2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი ბრუნვის 0,24%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0