იტალიაში 1860 მეტრი სიგრძის პიცა გამოაცხვეს

გამოწერა

დაახლოებით 250-მა მზარეულმა, რომლებმაც ნეაპოლში 1860 მეტრის სიგრძის პიცა გამოაცხვეს, ახალი რეკორდი დაამყარა. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში იხილეთ მსოფლიოში ყველაზე გრძელი პიცა.

იტალიელმა მზარეულებმა ახალი რეკორდი დაამყარეს, რომელიც გინესების რეკორდების წიგნში შევიდა: ნეაპოლში 250-მდე მზარეულმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი პიცა გამოაცხო.

„მარგარიტას“ მოსამზადებლად მათ ორი ტონა ფქვილი, 1,6 ტონა პამიდორი, ორი ტონა მოცარელა, 30 კგ ბაზილიკო, 200 კგ კარაქი და 1500 ლიტრი წყალი გამოიყენეს. მზარეულებს პიცის მოსამზადებლად და გამოსაცხობად 11 საათი დასჭირდათ. გავრცელებული ინფორმაციით, რეკორდის დამყარების შემდეგ, პიცა შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგეს.

წინა რეკორდი 2015 წლის 20 ივნისს მილანში გამართულ EXPO გამოფენაზე დამყარდა, როდესაც მზარეულებმა 1595,05 მეტრის სიგრძის პიცა გამოაცხვეს.

ყველა ახალი ამბავი
0