უეფას ახალი პრეზიდენტის არჩევნები სექტემბერში ათენში გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიუეფას შტაბ-ბინა
უეფას შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის შემდეგ, ჩვეულებრივ, ორგანიზაციის კონგრესი იმართება, ათენში 15-16 სექტემბერს არის დაგეგმილი.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (უეფა) ახალი პრეზიდენტის არჩევნები ორგანიზაციის კონგრესზე სექტემბერში, ათენში გაიმართება, იუწყება „ტვიტერის“ მიკრობლოგში MundoDeportivo-ს ჟურნალისტი ფრანსესკ აგილარი.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) 9 მაისს განაცხადა, რომ უეფას ხელმძღვანელის მიშელ პლატინის აპელაცია ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ფიფას მიერ დაკისრებული სასჯელი საფეხბურთო საქმიანობიდან 6 წლის ვადით ჩამოშორების შესახებ 4 წლამდე შეამცირა. თავად ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ უეფას ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლას აპირებს.

„უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, რომლის სხდომაც ბაზელში გაიმართა, დაადასტურა, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები სექტემბერში ათენში უნდა ჩატარდეს“, — დაწერა ფრანსესკ აგილარმა.

შვეიცარიის ფედერალურმა ბიურომ 25 სექტემბერს ფიფას პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ საქმე გახსნა, რომელიც 2011 წელს 2 მლნ შვეიცარული ფრანკის პლატინისთვის უკანონოდ გადარიცხვაშია ეჭვმიტანილი. ფიფას საარბიტრაჟო პალატამ 21 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ბლატერსა და პლატინის რვა წლის ვადით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალათ. ფიფას სააპელაციო კომიტეტმა 24 თებერვალს სანქციები ბლატერისა და პლატინის წინააღმდეგ შეამსუბუქა და მათი საქმიანობიდან ჩამოშორების ვადა ექვს წლამდე შეამცირა. მოგვიანებით, ორთავე ჩინოვნიკმა ეს გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0