საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდს მოუგო

© GFFსაქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი
საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვების სამი გოლი ხატია ჭყონიამ, ნინო სუთიძემ და ლანა გორგაძემ გაიტანეს.

თბილისი, 18 მაისი —  Sputnik. საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

გამარჯვებულ გუნდში თავი გამოიჩინეს ხატია ჭყონიამ, ნინო სუთიძემ და ლანა გორგაძე.

პარასკევს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის  ქალთა ნაკრები გუნდები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომელიც კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. 

ლევან ბაჟელიძის გუნდისთვის ორივე შეხვედრა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მზადების ნაწილია. მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ბელფასტში 3 ივნისს გაიმართება. 

ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ შესარჩევ ჯგუფში 6 საქართველოს ბოლო ადგილი უკავია. ქართველმა გოგონებმა ვერცერთი ქულის აღება ვერ შეძლეს, კარში 20 გოლი გაუშვეს და მხოლოდ ორი — გაიტანეს.

ყველა ახალი ამბავი
0