თბილისი, 18 მაისი —Sputnik. რუსეთიდან საქართველოში ფულადმა გადმორიცხვებმა აპრილში 31,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში შემოსული მთლიანი გადმორიცხვების მესამედია.
სულ აპრილში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით 94,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 4%-ით ჭარბობს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზე საბერძნეთია გადმორიცხული 11,8 მლნ დოლარით. მას მოსდევს:
• აშშ — 9,9 მლნ დოლარი
• იტალია — 9,8 მლნდოლარი
• თურქეთი — 7,2 მლნდოლარი
• ისრაელი — 4,7 მლნ დოლარი
საქართველოდან უცხოეთში 2016 წლის აპრილში 16.3 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს.