ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა

© REUTERS / WISSM AL-OKILIბაღდადში ორი აფეთქება მოხდა
ბაღდადში ორი აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ბომბი აშ-შააბის რაიონში აფეთქდა, ხოლო მეორე ბაღდადის ცენტრში. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 44 და დაშავდა 70 ადამიანი.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ერაყის დედაქალაქში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია, მათგან 38 ქალაქის ჩრდილოეთით, ბაზარში აფეთქებისას დაიღუპა, იტყობინება სააგენტო РИА Новости რეიტერზე დაყრდნობით. 

სააგენტოს მონაცემებით, პირველი აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. მეორე აფეთქების მსხვერპლი ექვსი ბაღდადელი გახდა და 21-მა მძიმე დაზიანება მიიღო. 

ერაყში რთული სიტუაციაა უსაფრთხოების თვალსაზრისით, „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობის გამო. ბაღდადსა და მეზობელ რაიონებში, მუდმივად ხდება აფეთქებები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და სამართალდამცავები. ოთხშაბათს ერაყის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა, რომლის შედეგადაც 94 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტებზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0