თბილისში კლასიკური მუსიკის შედევრები ღია ცისქვეშ აჟღერდა

გამოწერა

თბილისში პირველი საერთაშორისო ფესტივალი Map The Music გაიმართა, რომელიც კლასიკურ მუსიკასა და მოგზაურობას აერთიანებს. Sputnik-ი  ფესტივალის ფარგლებში გამართული კონცერტების ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

პირველი საერთაშორისო ფესტივალი Map The Music, რომელიც კლასიკურ მუსიკასა და მოგზაურობას აერთიანებს, მაისში თბილისში იმყოფებოდა.

Map The Music („აღნიშნე მუსიკა რუკაზე“) ფესტივალის იდეა რუს ვიოლონჩელისტ ბორის ანდრიანოვსა და მის მეგობრებს ეკუთვნის. კონცერტები წელიწადში რამდენჯერმე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გაიმართება, ხოლო Map The Music მოგზაურობას სწორედ თბილისიდან იწყებს.

ფესტივალის მონაწილეები არიან: დამფუძნებელი, ვიოლონჩელისტი ბორის ანდრიანოვი, მევიოლინე ანდრეი ბარანოვი (რუსეთი), ჰობოისტი დმიტრი ბულგაკოვი (რუსეთი), გიტარისტი დმიტრი ილარიონოვი (რუსეთი), მევიოლინე ტამაკი კავაკუბო (იაპონია), ასევე ავსტრიელი მუსიკოსები — ალტისტი გერხარდ მარშნერი და პიანისტი შტეფან ვლადარი.


ყველა ახალი ამბავი
0