ქართველმა ძიუდოისტებმა ასტანაში ორი ოქრო მოიპოვეს

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიადამ ოქრუაშვილი ძიუდო
ადამ ოქრუაშვილი ძიუდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი პირველი ადგილისა და ორი მესამე ადგილის მოპოვებით, ქართველმა ძიუდოისტებმა საერთო გუნდური ჩათვლა მოიგეს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) — ასტანაში ძიუდოს გრან-პრის გამარჯვებულები გახდნენ, იტყობინება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია. 

შეჯიბრის ფინალში, 73კგ-მდე წონით კატეგორიაში, შავდათუაშვილმა იარომირ ეჟეკს მოუგო ჩეხეთიდან. ამისათვის ქართველ ძიუდოისტს სამ წუთზე ცოტა მეტი დასჭირდა. ამავე კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა მეასმე ადგილისათვის ორთაბრძოლა მოუგო ფრანგ პერ დუპრას. 

რაც შეეხება ადამ ოქრუაშვილს,  ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურის წინააღმდეგობას სძლია. ასევე აღსანიშნავია ნახევარფინალში ოქრუაშვილის ორთაბრძოლა თანაგუნდელ ლევან მათიაშვილთან. საბოლოო ჯამში მათიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ამრიგად საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ალმაატაში გამართულ გრან-პრიზე ოთხი მედალი მოიპოვეს: ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს და მამაკაცებს შორის გუნდური ჩათვლა მოიგეს. 

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ძიუდოში შვიდი შესაძლებლიდან შვიდი ლიცენზია მოიპოვა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0