თბილისი, 16 მაისი — Sputnik. დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია გაახმოვანა.
„ნაცმოძრაობა“ პირველი პარტია გახდა, რომელმაც 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სია გამოაქვეყნა. ოფიციალურად წინასაარცევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყება.
ბაქრაძესთან ერთად პარტიულ სიაში მოხვდა კიდევ 15 დეპუტატობის კანდიდატი:
ელენე ხოშტარია — ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრის ყოფილი მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი;
რომან გოცირიძე — ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი;
ნიკა მელია — თბილისის მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან“ 2014 წელს;
გიორგი ტუღუში — ყოფილი სახალხო დამცველი, პრობაციისა და სასჯელაღსრულების ექსმინისტრი;
ოთარ კახიძე — მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი;
სალომე სამადაშვილი — საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში;
ირაკლი აბესაძე — თბილისის საკრებულოს წევრი;
სერგი კაპანაძე — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტის ყოფილი მოადგილე;
სერგო რატიანი — დეპუტატი, პარტიის პოლიტიკური მდივანი;
ლეილა ქებურია — ზუგდიდის რესურს-ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი;
დიმიტი ძაგნიძე — ტეწლეკომპანია „რუსთავი 2“-ს ადვოკატი;
სოფია სიუკაევა — თერჯოლის საკრებულოს წევრი;
ნინო კვიტაიშვილი — პედაგოგი;
მარიამ რამინაშვილი — თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი;
ბესო წერედიანი — ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.