HELPERS' BUS პროექტი დასრულდა, მაგრამ მუშაობა გრძელდება

„ქვეითსაწინაღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია“
„ქვეითსაწინაღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც თბილისის მახლობლად გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ნაღმებით და კასეტური იარაღით დაზარალებულებმა, ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდმა,აირსოფტის გუნდმა Crussaiders, ყოფილმა და მოქმედმა სამხედრო მოსამსახურეებმა და მედიის წარმომადგენლება.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვისა საერთაშორიოსო კამპანიამ, და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნა პროექტის დასრულება, რომლის მიზანიც იყო საქართველოში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით და კასეტური იარაღით დაზრალებულთა დახმარება, საქართველოს რამდენიმე რეგიონში — შიდა ქართლში და სამეგრელოში — როგორც კონფლიქტის მიმდებარე ზონებში და ქვემო ქართლში, სადაც განსაკუთრებით საყურადღებოა წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც თბილისის მახლობლად გაიმართა,  მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ნაღმებით და კასეტური იარაღით დაზარალებულებმა, ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდმა, აირსოფტის გუნდმა Crussaiders, ყოფილმა და მოქმედმა სამხედრო მოსამსახურეებმა და მედიის წარმომადგენლება. პროექტი დაფინანსებული იყო ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიული ორგანიზაცის"ერთად ნაღმების წინააღმდეგ" მიერ.

© ნ. მიხანაშვილიეს იყო ინტეგრირებული ღონისძიება, სადაც ყველა თანაბრად მონაწილეობდა.
ეს იყო ინტეგრირებული ღონისძიება, სადაც ყველა თანაბრად მონაწილეობდა. - Sputnik საქართველო
ეს იყო ინტეგრირებული ღონისძიება, სადაც ყველა თანაბრად მონაწილეობდა.

ღია ცის ქვეშ მოეწყო ფოტოგამოფენა პროექტის შესახებ, ჩატარდა გაერთიანებული თამაში, რომლის მთავარი მიზანი იყო ნაღმების გაცნობიერების კამპანიის გაგრძელება სხვადასხვა ორგანიზაციების და ჯგუფების მიერ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვისა საერთაშორიოსო კამპანიის საქართველოს კომიტეტის ხელმძღვანელმა —  მაია ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო საერთაშორისო ორგანიზაცია "ერთად ნაღმების წინააღმდეგ" წარმომადგენელი დანიელ შაჩინგერი, რომელმაც 3 აპრილს  ვენიდან დაიწყო თავისი საქველმოქმედო მოგზაურობა. 

„მისი მიზანია ავსტრიიდან ველოსიპედით გაიაროს 18 000 კილომეტრი და ჩავიდეს მიანმარში. გზად ის გაივლის სხვადასხვა ქვეყანას, შეხვდება ადამიანებს, რომელთაც გააცნობს ინფორმაციას ნაღმების საშიშროების და ნაღმებით დაზარალებულთა შესახებ“, — თქვა ბუჩუკურმა.

„ქვეითსაწინაღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიიის" დასკვნითი ღონისძიება თბილისის მახლობლად
„ქვეითსაწინაღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიიის დასკვნითი ღონისძიება თბილისის მახლობლად - Sputnik საქართველო
„ქვეითსაწინაღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიიის" დასკვნითი ღონისძიება თბილისის მახლობლად
 

„ქვეითსაწინაღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია“ (International Campaign To Ban Landmines) შეიქმნა 1992 წელს ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციის კოალიციით: Handicap International, Human Rights Watch, Medico International, Mines Advisory Group, Physicians for Human Rights, Vietnam Veterans of America Foundation და ძირითადად მუშაობს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების და სხვა ფეთქებადი ნივთიერებების მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამღუპველი მოქმედებების შემცირების მიმართულებით.

კამპანიის მუშაობა განვითარდა მსოფლიოს 90 ქვეყანაში. ორგანიზაციის მიღწევების აღსანიშნავად 1997 წელს კამპანიამ, მის კოორდინატორთან ჯოდი ვილიამსთან ერთად, მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

საერთაშორისო კამპანიის (ICBL) საქართველოს კომიტეტი მუშაობს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების და კასეტური იარაღის აკრძალვის კონვენციებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ახორციელებს ნაღმებით, კასეტური იარაღით და ომის სხვა ფეთქებადი ნარჩენებით დაზარალებულთა აღრიცხვას, ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობაზე საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, მუშაობს მათი დახმარების და სოციალურ ინტეგრაციის პროგრამებზე.


ყველა ახალი ამბავი
0